ირაკლი კობახიძეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს

10 აგვისტო 2017
ირაკლი კობახიძეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს

პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საერთაშორისო ასოციაციამ „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი’’ (Enterprise and Parliamentary Dialogue International) საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, ნიშნად პარლამენტის წვლილისა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგში. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო არ არის მხოლოდ ჩემი პირადი. მე ამ ჯილდოს ვიზიარებ პარლამენტის წინა ხელმძღვანელობასთან, ჩემს კოლეგა პარლამენტის წევრებთან და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარლამენტი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი წვლილი შეიტანოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავების კუთხით.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მოტივაცია და შესაბამისი აქტივობები აუცილებლად იქნება გატარებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობდნენ „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის" აღმასრულებელი თავმჯდომარე ფრედრიკ რ. ჰაიდ-ჩემბერსი და საერთაშორისო თავმჯდომარე კის იანგი.

საერთაშორისო ასოციაციამ „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგი“ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ხოლო ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრთან, როგორც დიალოგის საპარლამენტო პლატფორმასთან ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ასევე, პლატფორმის აქტივობებში ყველაზე ინტენსიური და პროდუქტიული ჩართულობისთვის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააჯილდოვა. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის ორიენტირებული იქნება კონკრეტული რეფორმების განხორციელებაზე.

„დღეს ჩვენ მივიღეთ ჯილდო პარლამენტის მიერ საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ ვახორციელებთ შესაბამის პროექტებს, ღონისძიებებს ჩვენს პარტნიორებთან თანაშრომლობით. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი არის ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი. USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმისთვის, რომ გაღრმავდეს დიოლოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის. ეს დიალოგი იქნება ორიენტირებული კონკრეტული რეფორმების განხორციელებაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ფონდი კრისტალი.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს, 2017 წლის 10 აგვისტო