პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძეს შორის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

30 დეკემბერი 2019
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძეს შორის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძეს შორის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის 2020 წლის სამუშაო გეგმებს უკავშირდებოდა.

2020 წელს დაგეგმილია ეროვნული ბიბლიოთეკის I-II კორპუსების სრული რეაბილიტაცია და ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ქვედა რგოლისთვის ხელფასების მატება.