პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ

07 იანვარი 2020
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგება. 

პარლამენტის წევრებმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს და შობა-ახალი წელი მიულოცეს.

საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი, ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ქვეყანას მშვიდობიანი და წარმატებული წელი უსურვა და ეროვნული ინტერესების გარშემო უფრო მეტად გაერთიანების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გილოცავთ შობა-ახალ წელს! ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს. ბედნიერი, სიკეთით სავსე, მშვიდი წელი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. წარმატებები ყველას! ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ წელს უფრო მეტი საერთო ვნახოთ, უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება, უფრო მეტ ადამიანთან მივიდეთ, ვინც ჩვენგან დახმარებას ელოდება, გავაკეთოთ მეტი სიკეთე, მეტი გავცეთ და მეტი დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

შემოწირულობანი კი ბავშვთა სახლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან, თბილისში ქრისტეშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა „ალილო“ განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება.

წელს ალილოს მსვლელობის ტრადიციას 20 წელი შეუსრულდა.

გალერეა

  • პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ, 2020 წლის 7 იანვარი