პარლამენტის თავმჯდომარე ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო მიღებას დაესწრო

16 თებერვალი 2017
პარლამენტის თავმჯდომარე ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო მიღებას დაესწრო

ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საიუბილეო მიღება გაიმართა. დამოუკიდებლობის აღდგენის 99-ე საიუბილეო წელი ლიტვის სახელმწიფოს და ლიტველ ხალხს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ღონისძიებისადმი მიძღვნილ მიღებაზე მიულოცა. 

„საქართველოს პარლამენტის სახელით, მსურს, მივულოცო ლიტველ ხალხს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 99-ე წლისთავი. ჩვენს მეგობარს და მოკავშირეს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ვუსურვებთ და როგორც პარლამენტარები, მოწადინებულები ვართ, უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ხანგრძლივი, მყარი მეგობრობა ლიტვასთან. საქართველოს და ლიტვას საკმაოდ მსგავსი ისტორიული გამოცდილება აქვთ - ჩვენ ორივემ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს და ორივე, იძულებულები ვიყავით, მალევე დაგვეთმო ის. გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის, მიიღეს იმ ლიდერებმა, რომლებიც არ იყვნენ ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩეულნი. შეიძლება, ეს არის მიზეზი, თუ რატომ ესმის ასე კარგად ჩვენს ორ ერს ერთმანეთის. ჩვენმა საერთო წარსულმა გვაჩვენა თავისუფლების და დამოუკიდებლობის ღირებულება და რომ პარტნიორობა წარმატების უფრო მეტი შანსით სარგებლობს, თუ ის საერთო ღირებულებებზეა დამყარებული.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველომ და ლიტვამ ეს გაკვეთილი კარგად ისწავლა. ჩვენ მოვახერხეთ, მნიშვნელოვნად გაგვეღრმავებინა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები, გაგვეფართოებინა ხალხთაშორისი და ეკონომიკური კავშირები, გაგვეზარდა თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში. დღესდღეობით, მზარდად არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ ძირითად პრიორიტეტებში თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ლიტვის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საიუბილეო მიღებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

გალერეა

  • პარლამენტის თავმჯდომარე ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის საიუბილეო მიღებას დაესწრო, 2017 წლის 16 თებერვალი