პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მოსახლეობას კალანდობას გურიიდან ულოცავს

14 იანვარი 2020
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მოსახლეობას კალანდობას გურიიდან ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლეობას კალანდობას გურიიდან ულოცავს. 

არჩილ თალაკვაძე თანამოქალაქეებს მშვიდობიან, სიკეთისა და ბედნიერების მომტან ახალ წელს უსურვებს.

კალანდა ოზურგეთში ტრადიციისამებრ აღინიშნა. სახალხო დღესასწაულზე გურიამ წელს საქართველოს პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა.