საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მეგობარმა სახელმწიფოებმა მოულოცეს

13 მარტი 2019
საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მეგობარმა სახელმწიფოებმა მოულოცეს

საქართველოს პარლამენტს და ქართველ ხალხს მეგობარმა ქვეყნებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე მიულოცეს. ნორვეგიის, ისრაელის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, უნგრეთის, სომხეთის, ქუვეითის, პოლონეთის, თურქეთისა და რუმინეთის პარლამენტებისგან მიღებულ მისალოც წერილებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს პირველმა პარლამენტმა შექმნა დემოკრატიის შესანიშნავი მაგალითი და საფუძველი ჩაუყარა თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს რესპუბლიკას.

წერილებში აღნიშნულია, რომ მეგობარი ქვეყნები მაღალ შეფასებას აძლევენ პირველი დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კონსტიტუციას, რომელიც წარმოადგენს ლიბერალური დემოკრატიის თვალსაჩინო და ადრეულ მაგალითს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წარმომადგენლობით სისტემას, სიტყვის თავისუფლებას, სასამართლო რეფორმას, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და ქალების არჩევითობას.

გალერეა

  • დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის მისალოცი წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელზე
  •  ესპანეთის სენატის თავმჯდომარის, პიო გარსია ესკუდეროს მოლოცვის წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელზე
  • თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოლოცვა
  • თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის,ჰალილ ეთიემეზის მისალოცი
  • ისრაელის სახელმწიფოს „ქნესეთის“ სპიკერის, იული იოელ ედელშთეინის მისალოცი წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
  • ნორვეგიის სამეფოს პარლამენტში საქართველოსა და უკრიანასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, ულემიქ თომესეინის (პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე) მოლოცვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე
  • პოლონეთის სენატის მისალოცი განცხადება
  • რუმინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, როზალია ბიროს მოლოცვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას სახელზე
  • საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატების, საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტის, ჟან რენე კაზენევისა და ვიცეპრეზიდენტის, პიერ ვატენის ერთობლივი წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელზე
  • სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის არარატ მირზოიანის მოლოცვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელზე
  • უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟოლტ ნემეტის მისალოცი ბარათი სოფიო ქაცარავას სახელზე
  • ქუვეითის ეროვნული ასამბლეის წევრის და გენერალური მდივნის მოადგილის, რაკან ალ იუსიფ ალ-ნისფის  მოსალოცი წერილი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, საქართველო-ქუვეითის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, არჩილ თალაკვაძის სახელზე
  •  ჩეხეთის პარლამენტის სენატი ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს