საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა

14 აპრილი 2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას ტელეფონით ესაუბრა.

არჩილ თალაკვაძემ და საჰიბა გაფაროვამ გლობალური პანდემიის პირობებში ქვეყნების მიერ გადადგმული ძირითადი ნაბიჯები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები და ეკონომიკური ამოცანები განიხილეს.

საუბარი, ასევე, შეეხო პარლამენტების საქმიანობას და ჩართულობას COVID19-ის წინააღმდეგ რეაგირების პროცესში.

არჩილ თალაკვაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აზერბაიჯანს კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებით დასრულება უსურვა.