საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს ტელეფონით ესაუბრა

14 აპრილი 2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს ტელეფონით ესაუბრა.

არჩილ თალაკვაძემ და არარატ მირზოიანმა COVID19-თან დაკავშირებული ვითარება, ძირითადი ღონისძიებები და საჭიროებები განიხილეს.

ისაუბრეს ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელსაც კორონავირუსის გლობალური პანდემია ქმნის. კოლეგებმა პანდემიის პირობებში ეროვნული პარლამენტების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ურთერთმხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს.

არჩილ თალაკვაძემ სომეხ ხალხს ჯანმრთელობა და კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებით დასრულება უსურვა.