საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას ხელი მოაწერეს

05 ნოემბერი 2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას ხელი მოაწერეს

„ვქმნით ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის, პარლამენტებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წესდების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალთან გამართული შეხვედრისა და საპარლამენტო ასამბლეის წესდების ხელმოწერის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და მარეკ კუხჩინსკიმ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სეიმის მარშალის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

„ეს ვიზიტი პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის, ნატოსა და ევროკავშირში წევრობის საქმეში გვერდში დგომის კიდევ ერთი მკაფიო ნიშანი და დემონსტრირებაა. მოგეხსენებათ, ამ მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იყო 2018 წლის 23 ოქტომბერს სეიმის რეზოლუცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, რისთვისაც დიდი მადლობა გადავუხადეთ ჩემს პოლონელ კოლეგას.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან. სტუმრებს გავაცანით ის რეფორმები რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში და რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებას, ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში პოლონური კულტურის პოპულარიზაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას დამატებით ბიძგს მისცემს პოლონური ინსტიტუტი, რომელიც სეიმის მარშალის ვიზიტის ფარგლებში გაიხსნება. ირაკლი კობახიძემ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ისტორიკოსთა ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობა.

„პოლონეთის სეიმის მარშალის ვიზიტის ფარგლებში ვხსნით „პოლონურ ინსტიტუტს“, რომელიც დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას, საქართველოში პოლონეთის კულტურის პოპულარიზაციას და ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კულტურა, განათლება და მეცნიერება.

ასევე, მინდა მივესალმო ისტორიკოსთა ერთობლივი კომისიის შექმნას, რომლის საქმიანობის სფერო დაკავშირებულია ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდების შესწავლასთან“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობების განვითარებას.

„ჩვენს პარლამენტებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა განმტკიცდა პოლონეთში ჩემი ვიზიტისას „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა ჩემს მიერ და ასევე, პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატის მარშალის მიერ. ასევე, ჩვენ ვქმნით ერთობლივ საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის, პარლამენტებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პოლონეთის სეიმის მარშალს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მინდა, მადლობა გადავუხადო მას საქართველოს მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალმა საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას ხელი მოაწერეს, 2018 წლის 5 ნოემბერი