საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

10 ივლისი 2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს.

იანოშ ჰერმანის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის აქტიურ მხარდაჭერას ინსტიტუციური, საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი ფუნქციების განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით.

იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

ირაკლი კობახიძემ იანოშ ჰერმანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, 2018 წლის 10 ივლისი