გიორგი ვოლსკი ფრანგ სენატორს შეხვდა

11 ოქტომბერი 2018
გიორგი ვოლსკი ფრანგ სენატორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საფრანგეთი-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრთან, სენატორ პიერ-ივ კოლომბასთან, შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს.

გიორგი ვოლსკიმ ფრანგ სენატორს საფრანგეთის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმ ისტორიულ მისიაზე ისაუბრა, რაც წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ, ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრებისადმი საფრანგეთის მაშინდელი ხელისუფლების მიერ გამოვლენილ მზრუნველობას და მხარდაჭერას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული თემა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში განსაკუთრებით აღინიშნება.

პიერ-ივ კოლომბასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პასკალ მენიე დაესწრო, მხარეებმა საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების სამომავლო თანამშრომლების თემები და მიმართულებები განიხილეს.

გალერეა

  • გიორგი ვოლსკი ფრანგ სენატორს შეხვდა, 2018 წლის 11 ოქტომბერი