გიორგი ვოლსკი სტუდენტებს შეხვდა

07 ნოემბერი 2019
გიორგი ვოლსკი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და 2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება. მათ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად შეძლეს.

გიორგი ვოლსკიმ ახალგაზრდებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და საგარეო და საშინაო გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, კონფლიქტის მოგვარების გზებსა და უსაფრთხოების მდგომარეობას ეხებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის პარლამენტში საექსკურსიო ტური გაიმართა, რომლის დროსაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ პარლამენტის სტრუქტურას.