გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

12 აპრილი 2019
გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

გიორგი ვოლსკი ახალგაზრდებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სტუდენტ-პარლამენტარებს ქვეყნის პოლიტიკაში პარლამენტის როლზე და მის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციებზე ესაუბრა.

ვიცესპიკერი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობაზე და საკითხის მოგვარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა ახალგაზრდებს.

გიორგი ვოლსკიმ განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ მასშტაბურ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ისაუბრა საარჩევნო სისტემებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა. გიორგი ვოლსკიმ სტუდენტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

გალერეა

  • გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა, 2019 წლის 12 აპრილი