გიორგი ვოლსკი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტს დაესწრო

09 იანვარი 2018
გიორგი ვოლსკი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტს დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, კულტურის სამინისტროში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტს დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. მისი განცხადებით, 2017 წელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისთვის განსაკუთრებით მდიდარი იყო საიუბილეო თარიღებით. გასულ წელს უმაღლესი სასწავლებლის დაარსებიდან 100 წლისთავი შესრულდა და10 პროფესორ-მასწავლებლის იუბილე აღინიშნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის სახელით, კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებს ქართული კულტურის და კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ძალიან დიდია სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური დაპირისპირების ტენდენციები და ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებას ავიწყდება, რომ გვყავს კულტურის ისეთი კორიფეები, როგორებიც თქვენ ხართ და დიდი არმია ადამიანებისა, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენ სულიერებაზე და კულტურაზე ვიფიქროთ. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის. გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემდეგ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ღვაწლმოსილ პედაგოგებს კლასიკური მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გალერეა

  • გიორგი ვოლსკი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლების კამერული მუსიკის კონცერტს დაესწრო, 2018 წლის 9 იანვარი