ილია ნაკაშიძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

16 აპრილი 2019
ილია ნაკაშიძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სტუდენტები დაინტერესდნენ მოსახლეობის სოციალური მდგომარებით, ქართულ პოლიტიკაში არსებული გამოწვევებით და ჯანდაცვის სფეროში არსებული მიღწევებით.

„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და აუცილებელია შენების პროცესში ჩართული იყოს ახალგაზრდები. თქვენ, მომავალი თაობა ლიდერებად უნდა ჩამოყალიბდეთ, რაც პირველ რიგში საქმის კეთებას გულისხმობს“ - განაცხადა ილია ნაკაშიძემ შეხვედრაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მის მაჟორიტარულ ოლქში, ხელვაჩაურში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა ახალგაზრდებს.

„ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორიც არის გზები, ავტობანი, გარე განათება, გაზმომარაგება, ხალხის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად კეთდება.“

შეხვედრაზე ილია ნაკაშიძემ ისაუბრა, ადგილობრივი თვითმართველობის განვითარების გაძლიერებაზე.

შეხვედრის ბოლოს ვიცესპიკერმა სტუდენტებს ხარისხიანი განათლებაზე და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე ესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა მათ.

გალერეა

  • ილია ნაკაშიძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა, 2019 წლის 16 აპრილი