საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა

14 მაისი 2019
საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა

საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით რიზეს გუბერნიაში იმყოფებოდა. დელეგაციას ხელძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, დელეგაციის სხვა წევრები იყვნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორი ციური აბულაძე და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში. ვიზიტს ასევე ესწრებოდა ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე და ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული მაქბულე კოჩაქი.

ვიზიტის მიზანი იყო თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და საავადმყოფოების ფუნქციონერების მიმოხილვა, საკანონმდებლო და სააღმსრულებლო მიმართულებით ოფიციალური პირების გაცნობა, და ჯანდაცვის სფეროში შემდგმომი მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობის დაგეგმვა. რიზეს გუბერნია სპეციალურად იქნა შერჩეული რადგან საქართველოსთან ყველაზე ახლო მეზობელი რეგიონია, სადაც ფუნქციონერებს საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც თავისი სტრუქტურითა და
ფუნქციონერებით კარგად შეესაბამება იმ მოდელს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსის მინიჭების საკითხში. სწორედ ამ მიმართულებით იქნა შეხვედრებზე აქცენტები გაკეთებული და აღინიშნა, რომ ამ საკითხში მნიშვნელოვანია მეზობელი რიზეს გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს რიზეს არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ქართული ეკლესიის ქვები, ზარები და ხის ნაკეთობები, ასევე დაათვალიერეს რიზეს და მოინახულეს ბიზანტიური ციხე „ზილკალე“. დღის ბოლოს კი რიზეს კურორტ აიდერში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა რიზეს ჯანდაცვის დირექტორ მუსტაფა თეფესთან, სადაც დეტალურად განიხილეს ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემები, საორგანიზაციო პრობლემები და ჯანდაცვის პოლიტიკა.

ქართულმა მხარემ ასევე გააცნო საქართველოში არსებული ჯანდაცვის პროგრამები ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც დიდი აღფთოვანება გამოხატა ბატონმა მუსტაფამ და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამების არსებობას თურქეთშიც ისურვებდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა რიზეს გუბერნატორის მოადგილე აჰმეთ დალკირანთან და რიზეს ჯანდაცვის დირექტორ მუსტაფა თეფესთან, რიზეს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის რექტორ პროფესორ ჰუსეინ კარამანთან, რიზეს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკან პროფესორ ომერ შათიროღლუსთან და რიზეს რეჯეფ
ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი-სამეცნიერო საავადმყოფოს მთავარ ექიმ ოზჯან იავაშისთან.

შეხვდრების ფარგლებში განხილული იქნა რიზეს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტისა და რიზეს ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო და კვლევითი- სამეცნიერო საავადმყოფოს ურთიერთთანამშრომლობის დეტალები. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სამედიცინო ფაკულტეტი და თურქეთში სიდიდით მეორე სიმულაციის სასწავლო ცენტრი, რიზეს სასწავლო და კვლევითი საავადმყოფო.

უნივერსიტეტში ვიზიტისას კი მოინახულეს ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი და შეხვედრა გამართეს ქართული ენის მიმართულების სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან.

ორივე მხარემ დიდი კმაყოფილება გამოთქვა აღნიშნული ვიზიტის გამო. დაიგეგმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობა ჯანდაცვის მიმართულებით როგორც საგანმანათლებლო, ასევე საორგანიზაციო საკითხების გაზიარების კუთხით. დაიგეგმა კონკრეტული პროექტები, რომლების განხორციელებისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხებს მხარეები ვიზიტის დამთავრებისთანავე შეუდგებიან.

სტუმრებმა და მასპინძლებმა ოფიციალური შეხვედრები სამახსოვრო საჩუქრების გადაცემით დაასრულეს.

გალერეა

  • საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა
  • საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა
  • საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა
  • საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა
  • საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა
  • საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა
  • საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა
  • საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა
  • საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი რიზეს გუბერნიაში დასრულდა