ირმა ინაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

10 ოქტომბერი 2018
ირმა ინაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას და მის ხელმძღვანელს, გეერტ ჰინრიხ არენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო კომისიებში ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი მიმოიხილეს.

„მისიის ხელმძრვანელი შეხვედრაზე დაინტერესდა თუ რატომ არ ჰყავს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ საპრეზიდენტო კანდიდატი და რა ტიპის პრობლემები იკვეთება წინასაარჩევნო პროცესებში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს, საარჩევნო პროცესებში იგი კომისიის წევრების მონაწილეობით ჩაერთვება.

„კომისიის წევრები ეცდებიან ნათლად წარმოაჩინონ კენჭისყრის დღეს და ხმის დათვლის პროცესში განვითარებული მოვლენები და ყველა შესაძლო დარღვევაზე შესაბამისი საჩივრის ოქმი შედგება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გალერეა

  • ირმა ინაშვილი ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა, 2018 წლის 10 ოქტომბერი