ირმა ინაშვილის ბრიფინგი

13 ნოემბერი 2019
ირმა ინაშვილის ბრიფინგი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს ქალაქებში რუსთავსა და ბათუმში სამხედრო მიუმხრობლობის თემაზე საყოველთაო გამოკითხვის შედეგები გააცნო.

„2019 წლის სექტემბერში ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სრულიად საქართველოს მასშტაბით დაიწყო საყოველთაო გამოკითხვა და სამხედრო მიუმხრობლობის თემაზე უკვე გამოიკითხა ბათუმის და რუსთავის მოქალაქეები. ბათუმში გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა 69% - 53 130 ბათუმელი მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას ანუ ავსტრიის, შვეიცარიის, შვედეთის, ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს. 12 დღის გამოკითხვები ასევე ჩატარდა რუსთავში, სადაც 56 ათასზე მეტი რუსთაველი გამოიკითხა. გამოკითხულთა 78% - 43952 რუსთაველი მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას, პასუხისგან თავს იკავებს 6%, წინააღმდეგია - 15%“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს ერთიანობის აღდგენასთან დასმულ გამოკითხვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსთავში გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით და სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგით.

ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში გამოკითხვები გრძელდება და შემდეგი გამოკითხვა ქუთაისში ჩატარდება.

გალერეა

  • ირმა ინაშვილის ბრიფინგი, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • ირმა ინაშვილის ბრიფინგი, 2019 წლის 13 ნოემბერი
  • ირმა ინაშვილის ბრიფინგი, 2019 წლის 13 ნოემბერი