კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის სახელით უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

09 იანვარი 2020
კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის სახელით უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა საქართველოში უკრაინის საელჩოში უკრაინელი ხალხისთვის სამძიმრის გამოსახატად მივიდა. 

კახა კუჭავამ უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, რომელიც 8 იანვარს თეირანთან, „უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის - „ბოინგ 737-800“-ის კატასტროფასთან დაკავშირებით გაიხსნა, ჩანაწერი გააკეთა.

„ეს დიდი ტრაგედიაა როგორც უკრაინისთვის, ისე ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთა მოქალაქეები დაიღუპნენ ამ ტრაგედიის შედეგად. ჩვენ მოვედით, რომ მოგვესამძიმრა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ხალხის სახელით უკრაინელი ხალხისათვის. შესაბამისად, ჩანაწერი გავაკეთეთ სამძიმრის წიგნში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

9 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

გალერეა

  • კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის სახელით უკრაინელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა, 2020 წლის 9 იანვარი