კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ჰაიდი ჰაუტალას შეხვდნენ

20 იანვარი 2020
 კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ჰაიდი ჰაუტალას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალას შეხვდნენ.

ქართველმა პარლამენტარებმა ევროპელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ. ვრცლად მიმოიხილეს საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმები და ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს, ოკუპირებულ ახალგორში გადასასვლელის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს და "ბორდერიზაციის" უკანონო პროცესს.

ქართველმა კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საზოგადოების, პირველყოვლისა ევროკავშირის მხრიდან, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მათ შეხვედრისას, ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მუდმივი შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

გალერეა

  •  კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ჰაიდი ჰაუტალასს შეხვდნენ, 2020 წლის 20 იანვარი