კახაბერ კუჭავა საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

13 იანვარი 2020
კახაბერ კუჭავა საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა დღეს საქართველოში უკრაინის ელჩს, იჰორ დოლჰოვს შეხვდა. 

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ზოგად პოლიტიკურ სიტუაციაზე, ამ კონტექსტში არსებულ საერთო გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. 
საუბარი შეეხო ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომავალ სესიას, რომელიც სტრასბურგში გაიმართება, და ამ მიმართულებით, ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის გეგმებს. 

კახაბერ კუჭავამ ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის ტრაგიკული ფაქტის გამო. ელჩის თქმით, ექსპერტები უახლოეს დღეებში ჩაფრინდებიან ადგილზე და მოხდება უკრაინის მოქალაქეების ცხედრების სამშობლოში გადმოსვენება.

გალერეა

  • კახაბერ კუჭავა საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა, 2020 წლის 13 იანვარი
  • კახაბერ კუჭავა საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა, 2020 წლის 13 იანვარი