სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ

14 ივლისი 2017
სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს, მარია კოჩს შეხვდა, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა“ ესწრება. 

შეხვედრაზე, რომელსაც, სერგი კაპანაძესთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი ესწრებოდა, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ფედერაციიდან მომავალ საფრთხეებზე, ასევე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

„ვისაუბრეთ საქართველოს და პოლონეთის ღრმა, სტრატეგიულ ურთიერთობასა და მეგობრობაზე. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს პოლონელ მეგობრებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათი მთავრობა უცხადებდა და ისევ უცხადებს საქართველოს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
ასევე, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რომლებიც რუსეთიდან მოდის, ოკუპაციასა და ქვეყნის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, საკონსტიტუციო რეფორმაზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

გალერეა

  • სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ, 2017 წლის 14 ივლისი
  • სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდნენ, 2017 წლის 14 ივლისი