პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ბიოგრაფია


გიორგი ვოლსკი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

გიორგი ვოლსკი დაიბადა 1957 წლის 18 იანვარს, ქალაქ თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

1978-1990 წლებში გიორგი ვოლსკი მუშაობდა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრში ინჟინრად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში უფროს ეკონომისტად; საქართველოს რაიონულ, საქალაქო და ცენტრალურ პარტიულ ორგანიზაციებში;
1990-1991 წლებში მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის ჩამოყალიბებაში და აქვე მუშაობდა საორგანიზაციო განყოფილების უფროსად;
1991-2004 წლებში გიორგი ვოლსკი მუშაობდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილედ რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროს მრჩეველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაერო-ს სამმართველოს უფროსად, გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწედ საგანგებო საკითხებში;
2004-2006 წლებში გიორგი ვოლსკი იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2007-2011 წლებში იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში გაერო-ს განვითარების ფონდის პროექტების მონაწილე;
2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე; საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროკავშირის, ეუთო-ს, აღმოსავლეთის პარტნიორობის, ნატო-ს საპარლამენტო ფორუმებზე.
2016 წლის 18 ნოემბრიდან 2019 წლის 26 ნოემბრამდე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; საპარლამენტო დელეგაციის წევრი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ძირითად და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სათადარიგო შემადგენლობებში.
2019 წლის 24 ივნისიდან 2019 წლის 25 ნოემბრამდე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის უმაღლესი დიპლომატიური რანგი.
გიორგი ვოლსკი დაოჯახებულია, ჰყავს ორი შვილი.

სამუშაო გამოცდილება:

  • საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2019 წლის 26 ნოემბრიდან - დღემდე)
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრი; სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; საპარლამენტო დელეგაციის წევრი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ძირითად და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სათადარიგო შემადგენლობებში (18.11.2016-26.11.2019)
  • საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (24.06.2019 -25.11.2019)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წევრი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე; საპარლამენტო დელეგაციის წევრი ევროკავშირის, ეუთო-ს, აღმოსავლეთის პარტნიორობის, ნატო-ს საპარლამენტო ფორუმებზე (2012 -2016)
  • საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების მონაწილე (2007−2011)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი (2006−2007)
  • კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2004−2006)
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, საბჭოს მდივნის თანაშემწე სპეციალურ საკითხებში (2003−2004)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის გაეროს სამმართველოს უფროსი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (1993−2003)
  • საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, საგარეო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილე (1993−1993)
  • საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მუდმივი წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში, წარმომადგენლის მოადგილე (1991−1993)
  • საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, განყოფილების გამგე (1991−1991)
  • საქართველოს პროფსაბჭო, საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაცია, საორგანიზაციო განყოფილების გამგე (1990−1991)
  • საქართველოს რაიონული, საქალაქო და ცენტრალური პარტიული ორგანიზაციები, ინსტრუქტორი (1984−1990)
  • საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს ცენტრალური აპარატი, უფროსი ეკონომისტი (1979−1984)
  • საქართველოს ვაჭრობის სამინისტრო, საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრი, ინჟინერი (1978−1979)

განათლება:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. სპეციალობა: საქონელმცოდნეობა და სამრეწველო საქონლით ვაჭრობის ორგანიზაცია (1974 -1978)