პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია საჯარო შეხვედრებს მართავს

08 აგვისტო 2017
პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია საჯარო შეხვედრებს მართავს

#65 ოლქის (ზუგდიდი) მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ  ზუგდიდის მოსახლეობას „ტექნოპარკი-ზუგდიდში“ საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მეორე საჯარო შეხვედრა ამავე ოლქში შემავალ სოფელ აბასთუმანში შედგა, სადაც ამჯერად მაჟორიტარის ანგარიშს სოფლის მოსახლეობამ მოუსმინა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე არსამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიუროს თანამშრომლებთან და NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი) წარმომადგენელთან ერთად ვრცლად ისაუბრა საკუთარ საქმიანობაზე პარლამენტსა და ოლქში, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა საინფორმაციო მასალა მაჟორიტარისა და მისი ბიუროს საქმიანობის შესახებ.

ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, რომელიც დღეს ერთნაირად აქტუალურია ქალქსა და სოფელში: ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე რეფორმები, დასაქმება, ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობის პრობლემები და სხვა სოციალური თემატიკის საკითხები.

შეხვედრის მსვლელობისას, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა კითხვით მიემართა მაჟორიტარისთვის და მიეღო მისგან ამომწურავი პასუხი ნებისმიერ საკითხზე.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრბობის UK aid - ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

გალერეა

  • პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია საჯარო შეხვედრებს მართავს, 2017 წლის 8 აგვისტო