ბექა ნაცვლიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

25 ოქტომბერი 2019
ბექა ნაცვლიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სტუმრებს მისი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომელიც შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს და „მინიმალური ხელფასის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტს შეეხება.

ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში უკვე ინიცირებულ პროექტებზე საუბრისას, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, დამსაქმებლების და დასაქმებულთა უფლებების დაცვის მნიშვნელობა და ასევე მინიმალური ხელფასის გამოთვლის მიდგომები გააცნო. 

„სხვადასხვა შრომით კოლექტივებთან შეხვედრებზე მათგან ვისმენ როგორი უნდა იყოს საკანონმდებლო ინიციატივები. მათი ჩართულობით და მონაწილეობით მომზადდა აღნიშნული საკანონმდებლო პროექტები, რადგან უშუალოდ მათ საქმიანობას ეხება ეს ცვლილებები. შრომითი კოლექტივების წარმომადგენლებს უკეთ ესმით რომელი სტანდარტების გაუმჯობესებაა მნიშვნელოვანი. პარლამენტის ლეგიტიმაციის წყაროს სწორედ ის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომელთა უფლებების დასაცავად იწერება ეს კანონები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვედრაზე, პარლამენტში ჩემს მიერ ინიცირებული პროექტების ძირითად მიმართულებებზე ინფორმაცია მივაწოდე და მათ ხედვებს და მიდგომებს გავეცანი“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

გალერეა

  • ბექა ნაცვლიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა, 2019 წლის 25 ოქტომბერი
  • ბექა ნაცვლიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა, 2019 წლის 25 ოქტომბერი