დიმიტრი ცქიტიშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა“

25 ივლისი 2019
დიმიტრი ცქიტიშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა“

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დაწესებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, ქალაქ რუსთავში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს - ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების, კომპანიების, დეველოპერებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს, ასევე თვითმმართველობის ორგანოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, კანონის ძირითადი მიმართულებები და ახალი რეგულაციები პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააცნო.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების კანონის შესახებ ასევე ისაუბრეს რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ

შრომის უსაფრთხოების შესახებ პარლამენტმა თებერვალში ახალი კანონი მიიღო. კანონმდებლობა ახალ რეგულაციებს აწესებს, რომლის მიზანია წლების განმავლობაში მოშლილი შრომითი ურთიერთობების ახალ სტანდარტებზე აყვანა. აღსანიშნავია, რომ შრომითი ურთიერთობების და შრომითი უსაფრთხოების ჩამოყალიბება კანონის მიღებით არ მთავრდება და ახლა აუცილებელია კანონის იმპლემენტაციის პროცესის სწორად წარმართვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანონმა უზრუნველყოს როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, კანონის აღსრულების პროცესში პერიოდულ შეხვედრებს ვმართავთ, რათა დასაქმებულებს, დამსაქმებულებსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის მჭიდრო კომუნიკაცია არსებობდეს და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა კანონის ახალ მიდგომებზე და რეგულაციებზე მოსაზრებები გამოთქვეს და დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

გალერეა

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ასევე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა“, 2019 წლის 25 ივლისი