დიმიტრი მხეიძე: „ყირგიზი პარლამენტარები მაქსიმალურად ღია არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით“

11 ივნისი 2019
დიმიტრი მხეიძე: „ყირგიზი პარლამენტარები მაქსიმალურად ღია არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები დიმიტრი მხეიძე და ლევან ბეჟანიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქართველმა და ყირგიზმა კანონმდებლებმა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე ისაუბრეს.

შეხვედრის ძირითად თემას საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი წარმოადგენდა. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ბავშვის უფლებათა კოდექსით, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა და საპარლამენტო განხილვების პროცესშია.

სტუმრები დაინტერესდნენ ბავშვის კოდექსით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩვენს ყირგიზ კოლეგებსაც აქვთ შემუშავებული ბავშვის კოდექსი და სურვილი გამოთქვეს, ამ მიმართულებით მაქსიმალურად გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

სტუმრები დაინტერესდნენ ეკონომიკური საკითხებით, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მუნიციპალიტეტების დაფინანსების მექანიზმით, სახელმწიფო სუბსიდირებით ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. როგორც აღინიშნა, ყირგიზეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

არაღიარების პოლიტიკაში ყირგიზეთი გვერდით გვიდგას. ჩვენი ყირგიზი კოლეგები მაქსიმალურად ღია არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

გალერეა

  • დიმიტრი მხეიძე: „ყირგიზი პარლამენტარები მაქსიმალურად ღია არიან ჩვენთან თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით“, 2019 წლის 11 ივნისი