ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელს, ასუნსიონ სანჩეს-რუიზს შეხვდნენ

27 აგვისტო 2019

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა, პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომერემ, ეკა ბესელიამ და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ზვიად კვაჭანტირაძემ შეხვედრა გამართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელთან, ასუნსიონ სანჩეს-რუიზთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მართლმსაჯულების რეფორმის მიმდინარეობასა და საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე.

მხარეებმა მიმოიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

ეკა ბესელიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წვლილზე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდაჭერაში.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პარტია „სამართლიანობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, იასე ზაუტაშვილი.

გალერეა

  • ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელს, ასუნსიონ სანჩეს-რუიზს შეხვდნენ, 2019 წლის 27 აგვისტო