ეკა ბესელია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს შეხვდა

17 ოქტომბერი 2019
ეკა ბესელია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) წარმომადგენელთან, ნინო დოლიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის წინა მოსამზადებელი საკითხები განიხილეს და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების მხარდამჭერ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც სხვადასხვა ფორმატებში ვთანამშრომლობთ. შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი, როგორც ახალი პარტიის, - „სამართლიანობისთვის“ თანამშრომლობა წინასაარჩევნო პროცესში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქალთა მოძრაობის გაძლიერება პარტიის ეგიდით და ახალი წევრების მომზადება პოლიტიკური პროცესებისთვის. აღნიშნულ მიმართულებებზე ორგანიზაციას კარგი მექანიზმები აქვს შემუშავებული და ეს ეხება არა მხოლოდ ახალ პოლიტიკურ პარტიებს, ასევე იმ პოლიტიკოსებს, ვინც უკვე გამოცდილია პოლიტიკურ პროცესებში.

აღსანიშნავია, რომ მოდის 2020 საპარლამენტო არჩევნები, სადაც საკმაოდ კონკურენტუნარიანი გარემო იქნება და მოსახლეობას მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და მივიღოთ ის შედეგი, რომელიც საჭიროა ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.