ეკა ბესელიამ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ექსპერტმა გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

29 ოქტომბერი 2019
ეკა ბესელიამ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ექსპერტმა გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი ეკა ბესელი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვაშინგტონის ოფისის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში ექსპერტს, ენდრიუ სოლომონს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემები იყო: მართლმსაჯულების რეფორმა და თანამშრომლობის ახალი ფორმატების შექმნა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუციას ახორციელებს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებაში და რეფორმების განხორციელებაში. ეს ორგანიზაცია 2021 წლიდან ანუ ახალი მოწვევის პარლამენტის არჩევიდან დაიწყებს ახალ პროექტს. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ახალი აქტივობები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. საუბრის მთავარი თემები იყო, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების რეფორმა, სასამართლო სისტემის გაძლიერება და იმ ახალი ფორმატების შექმნა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეფორმის გაგრძელებას, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას და ხალხს დაანახოს სამართლიანი სისტემის შექმნის სასიცოცხლო მნიშვნელობა, რომელიც უნდა აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ კეთილდღეობაზე. შეხვედრაზე, გრძელვადიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გავცვალეთ მოსაზრებები და გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

გალერეა

  • ეკა ბესელიამ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ექსპერტმა გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, 2019 წლის 29 ოქტომბერი
  • ეკა ბესელიამ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ექსპერტმა გრძელვადიანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, 2019 წლის 29 ოქტომბერი