ეკა ბესელიამ და ნიდერლანდების სამეფოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუს ლამერტსმა სასამართლო რეფორმაზე ისაუბრეს

13 მაისი 2019
ეკა ბესელიამ და ნიდერლანდების სამეფოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუს ლამერტსმა სასამართლო რეფორმაზე ისაუბრეს

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ნიდერლანდების სამეფოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს და პოლიტიკურ მრჩეველს ლუს ლამერტსს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე ისაუბრეს და შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ქალბატონი ლუს ლამერტსი დაინტერესდა რა ვითარებაა იმ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რომელიც მივიღეთ ვენეციის კომისიისგან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისისგან (OSCE/ODIHR). ვისაუბრეთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც თან ახლავს დღეს სასამართლოს რეფორმას. გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომელიც ასახულია ახალი კონსტიტუციური ცვლილების პროექტში, რასთან დაკავშირებითაც ვიწყებთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას. პროექტი ითვალისწინებს - შეიცვალოს მოსამართლეების უვადოდ არჩევა, ცვლილება შეეხოს უკვე არჩეულ მოსამართლეებსაც და მათი არჩევა მოხდეს ვადიანი განწესებით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

გალერეა

  • ეკა ბესელიამ და ნიდერლანდების სამეფოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუს ლამერტსმა სასამართლო რეფორმაზე ისაუბრეს, 2019 წლის 13 მაისი