ეკა ბესელიამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოსამართლეთა არჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე ახალი ინიციატივა გააცნო

19 დეკემბერი 2019
ეკა ბესელიამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოსამართლეთა არჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე ახალი ინიციატივა გააცნო

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. 

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა სტუმრებს მოსამართლეთა არჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე ახალი ინიციატივა გააცნო.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დარჩენილ ვაკანსიებზე ახალი კონკურსი დაიწყო და პარლამენტიც ემზადება ამ პროცესისთვის. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, ვიდრე არ შევა ცვლილებები იმ ცუდ პროცედურაში, რომელმაც განაპირობა ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიეცა ძალიან დიდი უფლებამოსილება და პარლამენტს გამოუგზავნა ძალიან ცუდი სია, რის შედეგადაც პარლამენტი დადგა ამ რთული და მძიმე არჩევანის წინაშე. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს მომხსენებლების მკაცრ შეფასებებში აბსოლუტურად ღიად არის მითითება, რომ ახლა მაინც უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რომელიც იყო ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს მხრიდან შემოთავაზებული და მანამდე კი, ამ პროცესის გაგრძელება იქნება კიდევ ერთი საზიანო ნაბიჯი ქვეყნის იმიჯისთვის“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ. 

მისივე თქმით, ახალი ინიციატივის პრინციპები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მისაღებია.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის სხვა ჩემს კოლეგებთან იმიტომ, რომ გვჭირდება 76 ხმა. ვიმუშავებ, ასევე უმრავლესობის ცალკეულ დეპუტატებთანაც. საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის და ჩვენი ყველას ერთობლივი მხარდაჭერა აუცილებელია იმისთვის, რომ პარლამენტმა ეს ცვლილებები აუცილებლად მიიღოს და იქამდე შეაჩეროს ახალი მოსამართლეების არჩევის პროცესი“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ.

გალერეა

  • ეკა ბესელიამ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოსამართლეთა არჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის თაობაზე ახალი ინიციატივა გააცნო, 2019 წლის 19 დეკემბერი