ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

29 ოქტომბერი 2019
ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების, ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით გაიმართა პარლამენტის წევრების შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე ლაშა დარსალიასთან. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, ასევე ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების პრობლემურ საკითხებზე.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, შეხვედრა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარესა და ამავე კომისიის წევრებთან 17 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეთანხმების საფუძველზე იმართება. 

პლენარულ სხდომაზე ჩვენ დავსვით საკითხი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემაზე, ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემებზე და გამოვთქვით სურვილი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემდგარიყო პარლამენტის წევრების შეხვედრა კომისიასთან, რათა არსებულ ვითარებაზე იმაზე მეტი ინფორმაცია მიგვეღო, ვიდრე ეს მედიის საშუალებით ვრცელდება. ეს ერთ-ერთი მგრძნობიარე საკითხია და ინტერესი მის მიმართ დიდია. ამასვე ითხოვდა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსიც“. გვსურს ვიცოდეთ როგორ მუშაობს კომისია, კერძოდ კი, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, ასევე ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების პრობლემურ საკითხებზე, ასევე რა სამომავლო გეგმები აქვს მათ“, - განაცხადა შეხვედრის დასაწყისში ეკა ბესელიამ. 

შემდეგ შეხვედრა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ეკა ბესელიამ განაცხადა, ეს იყო კარგი და საჭირო, დროული შეხვედრა, იგი იყო წარმომადგენლობითი და ინფორმაციულად დატვირთული. 

ამ ფორმატში შევძელით გაცილებით მეტი ინფორმაცია მიგვეღო ყველა იმ მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით, რომლებზე საჯაროდ საუბარი, ბუნებრივია არ ხდება. ეს ეხება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრებს, რომლებიც არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ჩვენ გაცილებით მეტი ინფორმაცია მივიღეთ არა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, არამედ, მათ შორის, პრობლემურ საკითხებზე და შეუთანხმებელ ტერიტორიებთან დაკავშირებით, როგორია აზერბაიჯანული მხარის პოზიცია. მთავარია, რომ ამ საკითხისადმი მაღალი ინტერესი ჩანს და საკმაოდ დიდი ძალისხმევაც, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა. მას სჭირდება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ყველა რესურსის გაძლიერება და საშუალების თავმოყრა, რამაც უნდა წარმართოს ეს პროცესი შედეგიანად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა: „ვინაიდან შეხვედრა იყო დახურული, ყველა დეტალზე საუბარი არ მიგვაჩნია კორექტულად, კომისიასთან მუშაობას გავაგრძელებთ, შევთანხმდით, რომ კიდევ იქნება შეხვედრები და ამ შეხვედრებზე ჩვენ განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან დეტალს როგორ მუშაობს კომისია, რა პრობლემებია, რა მიღწევებია და ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მუდმივად იქნება ინფორმაციის გაცვლა“.

პარლამენტის წევრების შეხვედრები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიასთან პერიოდულად გაიმართება.

გალერეა

  • ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, 2019 წლის 29 ოქტომბერი