გელა სამხარაული და ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, მოსახლეობას შეხვდნენ

07 მაისი 2019
გელა სამხარაული და ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, მოსახლეობას შეხვდნენ

პარლამენტის წევრი გელა სამხარაული და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, მოსახლეობას შეხვდნენ.

საუბარი ხეობის მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების ირგვლივ წარიმართა. ყურაღება გამახვილდა ხეობის განვითარების პერპექტივებზე. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აქტიური კომუნიკაციისა და დიალოგის მნიშვნელობას.

„მთავარია, ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები და ინტერესები. ეს მიზანი პანკისის ულამაზესი ხეობის განვითარებაა. აუცილებელია მოვახდინოთ ფაქტების, შესაძლებლობების სწორი შეფასება, რომ მივიდეთ ამ კონრეტულ შედეგამდე. ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის, დიალოგის, ერთობლივი კომპრომისების გარეშე რთულია ჩამოაყალიბო სტრატეგია ან იმსჯელო წარმატებაზე. დაუშვებელი და მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა. ხელისუფლება უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული მგავსი შეხვედრების ინტენსიურობით. ასე შევძლებთ საერთო ინტერესების გაღრმავებას. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, მთავარია არ ვიმოქმედოთ ემოციებიდან, სიჯიუტიდან და პრინციპებიდან გამომდინარე. ერთობლივად მოვახდინოთ ფაქტების სწორი შეფასება და ლოგიკურად მოვიდეთ საერთო მიზნამდე, რომელიც პანკისის გაუმეორებლად ლამაზი ხეობის განვითარებას უკავშირდება,“ - განაცხადა გელა სამხარაულმა.

მოსახლეობას ჰქონდა კონკრეტული მოსაზრებები, რომლებიც მოვისმინე. ასევე ვისაუბრე პანკისის ხეობის განვითარების გეგმაზე, რომელიც ძალიან მოცულობითია და ბევრ სფეროს მოიცავს.

„საბოლოო ჯამში, ერთი სურვილი გვაერთიანებს - ხეობის განვითარება,“ - განაცხადა ციხელაშვილმა. მისივე თქმით, „დაუშვებელია ძალადობა, ან ისეთი ეპიზოდი, რაც საუბედუროდ 21 აპრილს ხეობაში მოხდა.“

გალერეა

  • გელა სამხარაული და ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, მოსახლეობას შეხვდნენ, 2019 წლის 7 მაისი
  • გელა სამხარაული და ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, მოსახლეობას შეხვდნენ, 2019 წლის 7 მაისი