პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შეხვდნენ

26 ივლისი 2019
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შეხვდნენ

ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის საკუთრების დავასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების - ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის და კობა ნარჩემაშვილის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

ლევან კობერიძის თქმით, შეხვედრის მთავარი მიზანია „რუსთავი2“ - ის დამფუძნებლებისგან ტელევიზიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების თაობაზე  ინფორმაციისა და პოზიციების მოსმენა.

შეხვედრაზე საქმის სამართლებრივი ასპექტები შეაფასა ტელევიზიის დამფუძნებელთა  ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა. მან დეტალურად ისაუბრა 1994 წლიდან, ტელევიზიის შექმნის დროიდან დღემდე, სხვადასხვა მთავრობის პირობებში, კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ.  

პარლამენტის წევრები  დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის პოზიციებს გაეცნენ. „რუსთავი2“ - ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა. რასაც ის აკეთებს - ეს არის კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას.  მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, მითუმეტეს ისეთი მძლავრი ორგანიზაციის ფორმით, როგორიცაა რუსთავი2“, - განაცხადა დავით დვალმა. მისივე თქმით, ამ დღეებში ისინი შეხვდებიან ქიბარ ხალვაშს, სადაც ბევრი რამ გაირკვევა. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლის იქით ისინი ვერანაირ წინადადებას ვერ მიიღებენ.

ჯარჯი აქიმიძის თქმით, ისინი მაქსიმალურად გამოიყენებენ ყველანაირ იურიდიულ შესაძლებლობას, რომ სამართლებრივად დაიბრუნონ ტელევიზია. - „ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და იმის აღიარებას, რომ სახელმწიფომ თავის დროზე ჩვენს წინაშე ჩაიდინა დანაშაული. ამისთვის გამოვიყენებთ ყველანაირ იურიდიულ გზას“.

 „რუსთავი2“ - ის დამფუძნებლებმა  და მათმა ადვოკატმა  დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

პარლამენტის წევრმა, ლევან კობერიძემ შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს. „სიტუაციიდან გამომდინარე მე პირადად ძალიან რეალურად ვხედავ იმის საჭიროებას, რომ თუკი ეს პროცესები ძალიან სწრაფად, სამართლიანად არ წარიმართება, საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ეს საკითხი დავაყენოთ ჩვენ დეპუტატების ჯგუფმა“. მან შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ სურვილის გამოთქმის შემთხვევაში შეხვდებიან ყველა, ამ საქმესთან დაკავშირებულ თუ საკუთრების უფლებასთან კავშირში მყოფ ადამიანს და ჯგუფს, რათა მათ შეძლონ თავიანთი პოზიციის გამოხატვა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, არასამთავრობო  და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და სხვა დაინტერესებული პირები.

გალერეა

  • პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს შეხვდნენ, 2019 წლის 26 ივლისი