პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ

29 ივლისი 2019
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარლამენტის წევრები ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი მცირე და საშუალო ზომის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს და გიდებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში ტურისტულ ბიზნესში წარმოქმნილი პრობლემები და მათი დაძლევის მიმართულებები განიხილეს.

სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებმა შექმნილი ვითარების დასაძლევად საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მეტი კომუნიკაციის სურვილი გამოთქვეს.

„მნიშვნელოვანია, რომ როცა ვსაუბრობთ ტურიზმის პრობლემაზე, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მოვლენების შემდეგ შეიქმნა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ზომის ტურისტულ ოპერატორებს, გიდებს და სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბროთ და მათგან მოვისმინოთ პრობლემების არსი. ვფიქრობთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ და მათგან მოვითხოვოთ სწრაფად მოხდეს ამ სეგმენტისთვის გარკვეული ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რადგან ბაზარზე წარმოდგენილი მსხვილი კომპანიებისთვის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები არსებობს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობების დასამყარებლად, საპარლამენტო პლატფორმის გამოყენება შესთავაზა.

მისი შეფასებით, ტურიზმის ადმინისტრაცია ვალდებულია ყურადღებით მოუსმინოს ტურისტული სეგმენტის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რადგან ისინი საქართველოში, უცხოელი სტუმრებისთვის, ჩვენი ქვეყნის ელჩებს წარმოადგენენ.

„ჩვენ აუცილებლად გავუწევთ ლობირებას ამ ჯგუფებს, რათა მათ შეძლონ კომუნიკაციის დამყარება ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც აღნიშნულ სეგმენტს ყველანაირი რყევებისგან დაიცავს“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გალერეა

  • პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2019 წლის 29 ივლისი