პარლამენტის კინოდარბაზში ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის „ხაშური ისტორიის გზაჯვარედინზე“ ჩვენება მოეწყო

18 ოქტომბერი 2019
პარლამენტის კინოდარბაზში ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის „ხაშური ისტორიის გზაჯვარედინზე“ ჩვენება მოეწყო

პარლამენტის წევრის, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის ინიციატივით, პარლამენტის კინოდარბაზში შსს-ს არქივების მასალებზე დაყრდნობით გადაღებული ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის - „ხაშური ისტორიის გზაჯვარედინზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ფილმის გადაღების იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ, ფილმის სანახავად შეკრებილ საზოგადოებას, ფილმში მოთხრობილი ამბების მნიშვნელობაზე და მის ისტორიულ-კულტურულ დანიშნულებაზე ინფორმაცია მიაწოდა და ფილმის ავტორებს, სპონსორებს და გადამღები ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა.

უშიშროების არქივებში დიდძალი მასალა არის დაცული საქართველოს სხვადასხვა რაიონზე და მათ შორის ხაშურზეც. აღსანიშნავია, რომ ხაშური მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ერთობ აქტიური, მუშათა ქალაქი იყო, ამიტომ ყველა ის პროცესი, რომლებიც მაშინ იმპერიაში მიმდინარეობდა, ხაშურის ცხოვრებაშიც აისახა. მე და ჩემმა მეგობარმა, პოლკოვნიკმა ომარ თუშურაშვილმა, რომელიც შსს-ს არქივის ხელმძღვანელია, გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა ეს მასალები და გადაგვეღო ფილმი და დაგვეწერა წიგნი. მასალა საკმაოდ საინტერესო და მოცულობითი აღმოჩნდა და რეჟისორმა, მიხეილ ბასილაძემ აღნიშნული მასალების და ხაშურელი ისტორიკოსების ნაშრომების საფუძველზე, გადაიღო ფილმი. საინტერესო ფილმი გამოვიდა, რომელიც ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ხაშურის შექმნის და შემდგომი განვითარების ამბებს ასახავს“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენებას, ფილმის ავტორები, ხაშურში მცხოვრები მოქალაქეები და სტუდენტ-ახალგაზრდობა დაესწრო.

გალერეა

  • პარლამენტის კინოდარბაზში ისტორიულ-დოკუმენტური ფილმის „ხაშური ისტორიის გზაჯვარედინზე“ ჩვენება მოეწყო, 2019 წლის 18 ოქტომბერი