საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესიაში მიიღო მონაწილეობა

27 ნოემბერი 2019
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესიაში მიიღო მონაწილეობა

კიევში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესია გაიმართა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

ასამბლეის კომიტეტებზე იმსჯელეს მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და გამოწვევებზე.

გიორგი მოსიძემ კოლეგებს, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

კომიტეტების სხდომებზე ბალტიის, ნორდიკის, ვიშეგრადისა და ბენელუქსის ქვეყნებთან  სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

მასპინძელი მხარის მოწვევით, საკომიტეტო მუშაობაში  მონაწილეობა მიიღეს ბრიტანელმა, ამერიკელმა და უკრაინელმა ექსპერტებმა.

პლენარულ სხდომაზე დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის რადას თავმჯდომარემ დიმიტრი რაზუმკოვმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებმა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტმა, იანის ვუცანსმა.

გიორგი მოსიძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე სუამ-ის ოთხივე წევრ ქვეყანაში არსებულ გაყინულ კონფლიქტში, რაც  საფრთხეს უქმნის  რეგიონის სტაბილურობასა და განვითარების შესაძლებლობას.

თემატურ  პანელებზე ოკუპირებული ტერიტორიების,  ტერიტორიული მთლიანობის და რეგიონული საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური  მიმართულებით თანამშრომლობის  პერსპექტივებზე.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ბენაშვილმა, რეგიონში კიბერუსაფრთხოების თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ  გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა.

საპარლამენტო ასამბლეაზე ხაზი გაესვა სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო, კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოს შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს. ასევე, ხელი მოეწერა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეებს შორის 2020-2023 წლებში  თანამშრომლობის ერთობლივი პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები გია ბენაშვილი და გიორგი კოპაძე.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესიაში მიიღო მონაწილეობა