საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას მოუსმინეს

15 მაისი 2019
საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას მოუსმინეს

საქართველოს პარლამენტის წევრები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ჩაინიშნა ყოფილ მინისტრთან შეხვედრის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა შეხვედრაზე პრეზენტაცია „ეკონომიკური გეგმები და ხედვა“ წარადგინა. 

პრეზენტაციის ფარგლებში, გიორგი ქობულიამ ისაუბრა იმ სამუშაოების შესახებ, რაც მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელდა და პარლამენტის წევრებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. მისი განცხადებით, დღევანდელი პრეზენტაციის და შეხვედრის მიზანი იყო არსებული ეკონომიკური გამოწვევების საქმიანი და შინაარსობრივი განხილვა. გიორგი ქობულიამ ისაუბრა ხედვებზე ეკონომიკის სისტემურ განვითარებასთან დაკავშირებით და ასევე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა გადაჭრაც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 

შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, უმრავლესობიდან გასული წევრები, ცალკეული დეპუტატები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყოფილ მინისტრთან შეხვედრას დაესრო ასევე რამდენიმე დეპუტატი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს, გიორგი ქობულიას მოუსმინეს, 2019 წლის 15 მაისი