საქართველოს პარლამენტმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო სწავლების სამეფო კოლეჯის დელეგაციას უმასპინძლა

13 მაისი 2019
საქართველოს პარლამენტმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო სწავლების სამეფო კოლეჯის დელეგაციას უმასპინძლა

ქართველმა კანონმდებლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო სწავლების სამეფო კოლეჯის დელეგაციასთან. დელეგაციის მთავარ ამოცანას უსაფრთხოების კუთხით რეგიონის შესწავლა წარმოადგენს.

შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

შეხვედრაში, საქართველოს პარლამენტიდან სოფიო ქაცარავა, არჩილ თალაკვაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი მონაწილეობდნენ, სადაც დეპუტატებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს მთავარ საგარეო ამოცანებსა და ამ მიმართულებით არსებულ დინამიკაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და სახელმწიფო სამშვიდობო პოლიტიკაზე.

შეხვედრის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიები და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერა. მხარეებმა ასევე, განიხილეს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს მომავალი წევრობის და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის საკითხები.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო სწავლების სამეფო კოლეჯის დელეგაციას უმასპინძლა, 2019 წლის 13 მაისი
  • საქართველოს პარლამენტმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო სწავლების სამეფო კოლეჯის დელეგაციას უმასპინძლა, 2019 წლის 13 მაისი