შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა და გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროსა და საჯარო სექტორზე

25 მაისი 2019
შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა და გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროსა და საჯარო სექტორზე

შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესს ასოციაციების, კომპანიების, დეველოპერებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილის ინფორმაციით, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა და გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და საჯარო სექტორზე, რაც 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ცვლილებების თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილი გახდა წინასწარი შეტყობინების გარეშე და სასამართლო ნებართვის გარეშე, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე. მისივე განმარტებით, დადგინდა ეფექტური და დიფერენცირებული სანქციები, რომელთა მოცულობა მერყეობს 100 ლარიდან 50,000 ლარამდე, დარღვევისა ხარისხისა და შემოწმებული კომპანიის მოცულობის შესაბამისად. „მდგომარეობის კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტორს ეძლევა სამუშაო პროცესის შეჩერების უფლებაც, რაც შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს. კანონით საქართველოს მთავრობას 2019 წლის 1 სექტემბრამდე განესაზღვრა ვადა, იმისათვის რომ პარლამენტს წარმოუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერი, ავტონომიური და ეფექტური შრომის ინსპექციის ფუნქციონირებას. კანონი ხაზს უსვამს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის როლს, რომელთანაც კონსულტაციების შედეგად ხორციელდება კანონის ფარგლებში მიღებული სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით განხორციელდა.

გალერეა

  • შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედების არეალი შეუზღუდავი გახდა და გავრცელდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროსა და საჯარო სექტორზე