ნინო წილოსანი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

25 ოქტომბერი 2019
ნინო წილოსანი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტების წევრებს შეხვდა.

დეპუტატმა შეხვედრაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის თაოსნობით დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც ჰქვია „პარლამენტი მუშაობს“ და ამ კამპანიის ფარგლებში შემუშავებული 10 მთავარი გამოწვევა გააცნო, რომელზეც პარლამენტი მიმდინარე და საგაზაფხულო სესიების დროს იმუშავებს. მან განმარტა რა სტატუსები აქვს ამ გამოწვევებს, რომელზეც მიმდინარე საკითხების პარალელურად მუშაობს პარლამენტი. დეტალურად ისაუბრა საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმებზე, ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარლამენტში რეგლამენტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე და იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც პარლამენტს აქვს ახალი რეგლამენტით, მათ შორის, თემატური მოკვლევის და თემატური მომხსენებლის ფუნქციებზე, რომელშიც ნინო წილოსანი თვითონაც აქტიურად მონაწილეობს და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გააცნო სტუდენტებს როგორია საპარლამენტო ზედამხედველობა რეალურად.

ნინო წილოსანის თქმით, ასეთი შეხვედრები სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდები ეცნობიან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, რაც დაწყებული კამპანიის შემადგენელი ნაწილია - მეტი ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ მხარეებს, რას აკეთებს პარლამენტი, რა არის მისი დღის წესრიგი, რა პრიორიტეტები აქვს და რა საკითხებით არის დაკავებული.

დეპუტატმა უპასუხა ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს.

გალერეა

  • ნინო წილოსანი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა