საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანში, “აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრ პარლამენტარებს, მინისტრებსა და ელჩებს სიტყვით მიმართა

13 მარტი 2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანში, “აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრ პარლამენტარებს, მინისტრებსა და ელჩებს სიტყვით მიმართა

„აბრეშუმის გზის გლობალური პროექტი ჩინეთიდან ევროპამდე 40-მდე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მეტ ეკონომიკას, სატრანსპორტო კავშირებს, უსაფრთხოებას და ახალ შესაძლებლობებს მოუტანს. საქართველოს მზაობა აბრეშუმის გზის პროექტისთვის მაღალია - მასპინძლობის საუკუნოვანი ტრადიცია, თავისუფალი ეკონომიკა, ღია მმართველობა, საკუთრების დაცვის მაღალი სტანდარტი, მარტივი წესები და კანონის უზენაესობა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია“, - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანში, “აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრ პარლამენტარებს, მინისტრებსა და ელჩებს. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი და საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

13-14 მარტს, ბაქოში, „აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის” შეხვედრა იმართება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში პარლამენტების როლს განიხილავენ.