საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ

12 სექტემბერი 2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, არსებულ გამოწვევებს და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.

„მიუხედავად შიდა სპეკულაციებისა საგარეო თემებზე, დღეს საქართველო ძალიან ახლოს არის ნატოსთან და იმ პერსპექტივასთან, რაც 2 წლის წინ ჩვენ კონსტიტუციაში ავსახეთ. ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ასპირანტ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე წარმატებული ქვეყნაა.

„ეს გვაძლევს თამამად იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ნატოსთან და ნატოს კარი ღიაა ჩვენთვის. ასეთი შეხვედრებიდან ჩვენ ძალიან იმედიანად გამოვდივართ და ყველაზე პოზიტიური, რაც შეიძლება ითქვას, ეს არის ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები და გამოწვევებზე საუბარი, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოს წევრები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობიდან ესწრებოდნენ: გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, კობა კობალაძე, გიგა ბუკია, კახაბერ ოქრიაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ბერაია და პაატა მხეიძე.

გალერეა

  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდნენ, 2019 წლის 9 დეკემბერი