გივი მიქანაძე: „საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის თაობაზე“

09 აგვისტო 2018
გივი მიქანაძე: „საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის თაობაზე“

„საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის თაობაზე. ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელსაც უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს“, - განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განმარტებით, საკონკურსო კომისიაში პარლამენტის წევრებთან ერთად, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები და პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, კონკურსი დღეს გამოცხადდა და ის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა ატვირთული. ასევე, დღის განმავლობაში, ამ კონკურსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია და დეტალი განთავსებული იქნება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„არანაირი არსებითი შეზღუდვა ამ კონკურსს არ აქვს. ნებისმიერი ასაკის ფიზიკურ პირს, აგრეთვე ნებისმიერ იურიდიულ პირს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში. გვაქვს რამდენიმე არსებითი საკითხი, რაც ამ კონკურსს უკავშირდება. კერძოდ: თითოეულ კონკურსანტს შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ერთი საკონკურსო წინადადება წარმოადგინოს, საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი ლოგოს ნიმუში აუცილებლად უნდა იყო 100% ორიგინალი და არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს, აგრეთვე, რაც მნიშვნელოვანია, წარმოდგენილ ლოგოში არ უნდა იყოს გამოყენებული პარლამენტის არცერთი შენობის კონტურები“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, დღეიდან 19 აგვისტომდე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დეტალურად გაეცნოს კონკურსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ხოლო 19-დან 24 აგვისტომდე სპეციალურად კონკურსისთვის გახსნილ ელექტრონულ მისამართზე შესაძლებელი იქნება თითოეულმა დაინტერესებულმა კანდიდატმა წარმოადგინოს საკონკურსო წინადადება.

„მას შემდეგ, რაც ყველა წინადადება წარმოდგენილი იქნება, საკონკურსო კომისია შეისწავლის და მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის თაობაზე. გამარჯვებულისთვის დაწესებულია შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც 2500 ლარის ფარგლებშია განსაზღვრული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გალერეა

  • გივი მიქანაძე: „საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პარლამენტის ახალი ლოგოს შექმნის თაობაზე“, 2018 წლის 9 აგვისტო