გივი მიქანაძემ სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო

17 სექტემბერი 2019
გივი მიქანაძემ სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა.

აპარატის უფროსმა, დელეგაციის წევრებს, მოქალაქეთა ჩართულობისა და პარლამენტის სასწავლო ცენტრის, ასევე, პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალეობის, ჩართულობის და ანგარიშვალდებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიწყებს ფუნქციონირებას, სასწავლო ცენტრში განხორციელებულ რეფორმებსა და აქტივობებზე და ახლად დანერგილ დისტანციური სწავლების პლატფორმაზე. ასევე გაეცნენ იმ რეფორმებს, რომელიც პარლამენტის აპარატში პარლამენტის გასაძლიერებლად მიმდინარეობს.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პარლამენტის მობილური აპლიკაციით, რომელიც უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებადი გახდება და ინფორმაცია მიიღეს იმ მნიშვნელოვანი ფუნქციების შესახებ, რომლითაც მოქალაქეებს პარლამენტის საქმიანობაში ჩართულობის მეტი შესაძლებლობა ექნებათ.

„სტუმრებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ არიან იმ რეფორმებით და მიღწევებით, რაც საქართველოს პარლამენტში ნახეს და რის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი აქტივობები თავისი ქვეყნის პარლამენტში განახორციელონ. შესაბამისად, გვთხოვეს გამოცდილების გაზიარება, რაზეც, ჩვენი მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, გამოცდილება გავუზიაროთ და მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სიერა-ლეონეს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ვესტმინსტერის ფონდის პროექტის ფარგლებში იმყოფება და საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს.

გალერეა

  • გივი მიქანაძემ სიერა-ლეონეს რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციას საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, 2019 წლის 17 სექტემბერი