საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი შედგა

08 ნოემბერი 2019
საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი შედგა

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მიერ ხელმოწერილი „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში აპარატის თანამშრომელთა პირველი სასწავლო ვიზიტი გაიმართა. აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის და ბელორუსის პარლამენტების აპარატის თანამშრომლები, ორი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციას და პრეზენტაციებს გაეცნენ.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ უმასპინძლა და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებთან, მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პირველი სასწავლო ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატების თანამშრომელთა პირველი სასწავლო ვიზიტი საქართველოში გაიმართა. სასწავლო ვიზიტის მიზანია რეგიონში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს გავაცნოთ ის რეფორმები და მიღწევები, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარებს. ორი დღის განმავლობაში აპარატის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და გაცნობოდნენ იმ ნოვაციებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში ბოლო პერიოდის განმავლობაში დაინერგა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სასწავლო ვიზიტები მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ექვსი ქვეყნის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს პირდაპირი კომუნიკაციის და უშუალო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები ეძლევათ, რაც გამოცდილების და ცოდნის გაზიარების ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, ყოველივე ეს კი, სამომავლო რეგიონულ თანამშრომლობის მიმართულებებზე დადებითად აისახება.

ორდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის და ბელორუსის პარლამენტების აპარატის თანამშრომლები პარლამენტის კვლევითი ცენტრის უფროსს, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აპარატის უფროსს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს მდივანს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის და პრესცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი შედგა, 2019 წლის 8 ნოემბერი