საქართველოს პარლამენტში დისტანციური სტაჟირება ინერგება

08 იანვარი 2020
საქართველოს პარლამენტში დისტანციური სტაჟირება ინერგება

2020 წლის 10 თებერვლიდან საქართველოს პარლამენტის აპარატის ორ სტრუქტურულ ერთეულში: ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სტაჟირების გავლა უკვე დისტანციურად იქნება შესაძლებელი.

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორები საქართველოს პარლამენტში ახლად დანერგილი დისტანციური სწავლების პორტალის საშუალებით გაივლიან 2-კვირიან თეორიულ კურსს და გადავლენ პრაქტიკულ ნაწილზე, რაც მოიცავს მენტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული სამუშაო დავალებების შესრულებას. სტაჟიორები დისტანციურად ჩააბარებენ შუალედურ და საბოლოო გამოცდებს, რის მიხედვითაც პროგრამის დასასრულს გადაეცემათ შესაბამისი კატეგორიის სერტიფიკატები.

საბუთების მიღება გაგრძელდება 2020 წლის 8 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.