გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა

08 ნოემბერი 2019
გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა.

გიორგი ვოლსკი ახალგაზრდებს პარლამენტის საქმიანობაზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოწვევებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ესაუბრა.

შეხვედრის პირველ ნაწილში განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსული პოლიტიკა, პროპაგანდა და დეზინფორმაციის საშუალებების როლი.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ახალგაზრდებს გაუზიარა მისი, როგორც საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლის, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. 

გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მოსაზღვრე სახელმწიფოების პოლიტიკასა და მათთან საქართველოს ურთიერთობაზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

გიორგი ვოლსკიმ ახალგაზრდებს რჩევები და რეკომენდაციები გაუზიარა.

გალერეა

  • გიორგი ვოლსკი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებს შეხვდა, 2019 წლის 8 ნოემბერი

  • DSC_8361.jpg