პარლამენტის ბიუროს სხდომა

05 იანვარი 2018
პარლამენტის ბიუროს სხდომა

2018 წლის ბიუროს პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კოლეგებს ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა პირად და საპარლამენტო ცხოვრებაში.

ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ეხება ფაქტობრივად ყველა კომიტეტის მიერ განხილვისას უკუქმედების ახალ მექანიზმს. მისი თქმით, ინიციატორები მზად არიან, რომ პროექტის ფართო განხილვა შედგეს. ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ირინე ფრუიძე და გიორგი კახიანი.

აკითხი განსახილველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა.

ბიურომ ასევე განიხილა საორგანიზაციო საკითხები და დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები.

გალერეა

  • პარლამენტის ბიუროს სხდომა, 2018 წლის 5 იანვარი